,,ცესკოსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ, გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები” – ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება

,,მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

,,ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრში ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები