,,პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება შეუძლებელს ხდის ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად მიჩნევას”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა და საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
,,არჩევნებზე დამკვირვებლების ცნობები და პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება შეუძლებელს ხდის ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად მიჩნევას. არავის აქვს უფლება, მოიპაროს საქართველოს ევროპული მომავალი”, – წერს მინისტრი.