საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეც ეხმიანება და წერს, რომ ეს სირცხვილია.
„საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ უწესრიგობებსა და დარღვევებს ადასტურებს. რა სირცხვილია. ტაშს ვუკრავ ქართველ ხალხს, რომელიც დაშინების მიუხედავად, მასობრივად გამოვიდა ხმის მისაცემად. ევროპული მომავლის სურვილს პატივი უნდა სცეს საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ”, – აცხადებს ბრაჟე.