„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს” – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა.
მან ასევე ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში არსებულ პოლარიზებაზე ისაუბრა.
“ასევე მინდა ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში არსებობდა. ასევე, უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, რაც ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს. რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს, რომ ყველას თავისუფლება დაცული იყოს“ – განაცხადა პია კაუმამ.