ზუგდიდში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” შტაბს და იქ მყოფ კოალიციის წევრებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლები აცხადებენ. შემთხვევა წუხელ მოხდა.
“ქართული ოცნების” ტიტუშკები მოვიდნენ ცოტა ხნის წინ. ისინი ჩვენთან პირველად, დაახლოებით საათ ნახევრის წინ მოვიდნენ, ამის შემდეგ მეორედაც. არ ვიცი, რა იყო მათი მოსვლის მიზეზი. იგინებოდნენ, უშვერი სიტყვებით საუბრობდნენ, მოდიოდნენ პროვოკაციაზე და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ჩვენს ოფისში ვიყავით და ჭიშკრის გარეთაც არ გავსულვართ, ვუყურებდით ტელევიზორს და მოვარდნენ ამ დროს” განაცხადა თემურ ბასილაიამ.
კოალიციის კიდევ ერთი წევრის, სალომე მელიას თქმით, ადამიანები რომლებიც მათ შტაბთან მივიდნენ, გაურკვეველ ნივთებს ისროდნენ, სამართალდამცველები კი, ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.