ამომრჩეველთა აქტივობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ამომრჩეველთა აქტივობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

„ამომრჩეველთა აქტივობამ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მსგავსი თემები