„ჩემი მინისტრობის დროსაც ესროდნენ პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ მაგრამ, არავინ დაგვიჭერია“ – გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პოლიციელებისთვის  „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და ქვების სროლისთვის ადამიანები არ უნდა დაიჭირონ. აღნიშნული განცხადება ბარამიძემ შსს-ს ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა, როცა უწყებამ 4 ადამიანის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა.

საუბარია 20-21 ივნისის ღამეს პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულებზე, რომლებიც ვიდეო კადრებში ფიგურირებენ. ისინი პოლიციელებს ხელკეტს ურტყამენ, ძირს დაგდებულ პოლიციელს ფიზიკურად უსწორდებიან და ქვებსა და ბოთლებს ესვრიან.

„ჩემი, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, უამრავი ფაქტი ყოფილა, როცა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ხელკეტიც დაურტყამთ, ქვაც უსვრიათ, მაგრამ, ეს ადამიანები არ ყოფილან დაკავებულები. მაგალითად, მოძალადე სექტა რომ იყო, რომელმაც სექტა – „გლდანის ეკლესია“ ჩამოაყალიბა. ვისაც ესმის რა არის ეკლესია, ეს არ იყო ეკლესია, მოხუცი ქალები პოლიციას „მოლტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და ქვებს უშენდნენ.  ისინი არ დაგვიპატიმრებია, მიუხედავად იმისა, რომ  ეს იყო მოძალადე სექტა “ – ასე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძე შსს-ს მხრიდან 4 ადამიანის დაკავებას.   

მსგავსი თემები