ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი, სალომე მელია ამბობს, მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ.
„ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი უბნის გარეთ იდგნენ, მე კი უშუალოდ უბანზე შემოვლას ვაწარმოებდი, პროცესი რომ მენახა. მე-9 უბანი რადგანაც დატვირთულია, ჩემმა დამკვირვებელმა მოსვლა მთხოვა, მოვედი და გარეთ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი დაახლოებით, 25-მა ზონდერმა მოსაკლავად გაიმეტა, ეს იყო საშინელება. ვიხვეწებოდით, რომ პატრული გამოეძახათ და არ გამოიძახეს. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია. დაპირისპირების რეალური მიზეზი არ ვიცი”- განაცხადა სალომე მელიამ.