გლდანში დაპირისპირების დროს დამკვირვებელი დაშავდა

გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაშავებულს დახმარებას უწევს.

საარჩევნო უბანთან  არიან სამართალდამცავებიც.

„ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად მარტო მე არა, ძალიან ბევრ ჩემს თანატოლ დამკვირვებელს გაუსწორდნენ, არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ისინი სუს-ის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ. იციან,რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ცდილობენ საარჩევნო პროცესი შეაფერხონ“ – აცხადებს დამკვირვებელი.

 

 

 

 

მსგავსი თემები