მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია.
„კენჭისყრა შეწყვეტილია, განკარგულება მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიამ, ინციდენტის გამო. რეაგირება არის ის, რომ კენჭისყრა შეწყვეტილია“- განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა, იაკობ ასანიძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.