300 არაგველის ტერიტორიაზე, N 9 საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას ე.წ. “ძველი ბიჭები”დახვდნენ, რომლებიც აგინებდნენ და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდნენ. მარიამ დოლიძე ამბობს, რომ მას ” ქართული ოცნების” აგიტატორებმა შუშის ბოთლიც კი ესროლეს.
“იყვნენ, დაახლოებოთ, 15-20 კაცამდე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, წარმოუდგენლად იქცეოდნენ, მსგავსი არასდროს, არაფერი მინახავს. შუშის ბოთლი მესროლეს, პირადად, მე, ამის ვიდეოკადრებს მოგაწვდით, როგორც მტკიცებულებას. როგორც კი დაინახეს, რომ ვიღებდით, იმწამსვე, გახდნენ აგრესიულები, გვაგინებდნენ, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ამის შემდეგ რაც გამოჩნდნენ სამართალდამცავები, იდგნენ და უბრალოდ, უყურებდნენ, ცემა-ტყეპას – როგორ გვცემდნენ და როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად, როგორ მესროლეს ბოთლი. გაიყვანეს ერთ-ერთი ქუჩის დახმარებით, ჩასვეს მანქანაში და გააპარეს, ეს ადამიანები” – ამბობს მარიამ დოლიძე.