„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია”- ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, გაერკვეს მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. კალანდარიშვილი აღნიშნულს შემაშფოთებელს უწოდებს.

გარდა ამისა, ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე წარმოება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განახორციელოს.

„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში. მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება”- განაცხადა კალანდარიშვილმა.

მსგავსი თემები