თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა შესაძლოა, ხმის მიცემას ვერ შეძლონ. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც, თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ. ახმეტის #18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ თუ თუშეთში მყოფი მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ.
მისივე ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით სამანქანე გზა დაკეტილია, ვერტმფრენი კი უამინდობის გამო ფრენას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არცერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა აქტივობა კი, საშუალოა.