მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. დაშავებულია ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება უბნიდან დამკვირვებლის გაძევების მცდელობას მოჰყვა.
“საშინელება ხდება აქ. დამკვირვებლეს აძევბდნენ. უცებ ბანდიტური ჯგუფი შემოვარდა უბანზე და დაგვიწყეს გინება და რტყმევა. ჩვენი პარტიი წევრია დაშავებული, ველოდებით სასწრაფოს”- აცხადებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე.