“ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ! – მას პასუხი არ სჭირდება! თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება! – ასე მიმართა ჟურნალისტს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა გიორგი ბაჩიაშვილს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ბაჩიაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონს შეეხო და როგორც განაცხადა, ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა.