საქართველოში არჩევნებს 200-მდე  ორგანიზაცია აკვირდება 

26 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები იმართება.  არჩევნებს 64 საერთაშორისო ორგანიზაცია და 102 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში უცხოური მედიაც ჩამოვიდა.

არჩევნებში   18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.  წელს პირველი წელია, როცა საქართველოს მოსახლეობა ხმას განსხვავებულად – ელექტრონული წესით აძლევს, როცა ამომრჩევლების ხმებს სპეციალურიმ ელექტრონული აპარატი ითვლის.

უპრეცენდენტო მობილიზებაა ქართველ ემიგრანტებშიც, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ირჩევენ.

დღეს, საქართველოში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. აღნიშნული გუნდი ხელისუფლებას 12 წელია მართავს. არჩევნბში მონაწილეობა უკვე მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებმა და მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, საპატიო თავმჯდომარემ და საარჩვნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება შედეგებს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები კი საარჩევნო უბნების დახურვიდან 2 საათში იქნება.

 

მსგავსი თემები