ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში

ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. გავრცელებული ინფორმაციით ნაცემია დამკვირვებელი. ადგილზე იმყოფებოდა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე. წითლიძის ინფორმაიით, უბანზე მმართველი პარტიის წევრი სხვადასხვა პირადობებით გადაადგილდება.

„აქ გამოიკვეთა კიდევ ერთი დანაშაული. ეს ადამიანი შეცვლილი პირადობით არის. ეს არის „ქართული ოცნების“ წევრი, რომელიც  ცდილობს არჩევნების ჩაშლას. ამ ადამიანს ბეიჯი და პირადობა აქვს სხვა ადმიანის“- ამბობს წითლიძე.

მსგავსი თემები