“აშშ-ს არ აქვს უფლება, დაამახინჯოს ან გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში, საგამოძიებო პროცესებში ან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევის საშუალება” – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები სრულად არის უზრუნველყოფილი.
„ამავდროულად, როგორც შეერთებულ შტატებში, მოქალაქეები, რომლებიც იხდიან სასჯელს კრიმინალური ქმედებებისთვის, ექვემდებარებიან შესაბამისი კანონების მოთხოვნებს სასჯელის მოხდის რეჟიმის შესახებ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე” – ნათქვამია განცხადებაში.