„ვინც „ნაცებთან“ და „ევრო ნაცებთან“ ითანამშრომლებს, ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან“ – ბექა ნაცვლიშვილი

„თუ ქვეყნის გადარჩენა და განვითარება გვინდა, მიმდინარე პროცესები მისაყვანია არჩევნებამდე. თუ ვინმე კეკლუცობს და საკითხს ასე აყენებს – მე „იმასთან“ ვერ დავჯდები, გაემიჯნოს პროცესებს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნება მიღებული, დანარჩენი კი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, თუ პასუხისმგებლობა ვინმეს შერჩენია, მიმდინარე პროცესები ყველამ უნდა გააანალიზოს, შეაფასოს და იზრუნოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე.

„ორი პოლიტიკური ძალა დომინირებს ამ ქვეყანას, რომლებიც არაფრის გამკეთებლები არ არიან. ადამიანები აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, რომ რა ქნან არ იციან. თუ პასუხისმგებლობა ვინმეს შერჩენია, ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში, რომ ის მწირი და განუვითარებელი ეკონომიკა, რაც გვაქვს, ნულამდე არ დავიდეს და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა უნდა გააკეთოს ეს. წინააღდეგ შემთხევაში, მათი ქმედება იქნება დიდი უპასუხისმგებლობა საკუთრი მოქალაქეების წინაშე“ – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, „ნაცებისა“ და „ევრო ნაცების“ ინტერესი, ნებისმიერი ფორმით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

„ამ ადამიანების ინტერესი ის კი არ არის, რომ ქვეყანა განვითარდეს, არამედ, მათი ინტერესია ინდივიდუალური ამბიცია, რომ პოლიტიკაში იყვნენ და ტელევიზორში ჩანდნენ. მათ აქვთ ძალაუფლების წყურვილი. „ ნაციონალურ მოძრაობას“ ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით და ფორმით სწყურია. დიდი სისულელე მოვისმინე მათგან, წინასწარ განსაზღვრავენ, ვინ უნდა ითანამშრომლოს „ნაცებთან“ და „ქართულ ოცნებასთან“. მე კი ვამბობ, აი, ვინც „ნაცებთან“ ითანამშრომლებს, ვინც „ევრო ნაცებთან“ ითანამშრომლებს, საქართველოში ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები