“ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს მშვიდობა”- კალაძე

“გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა”- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა  არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართველ ამომრჩეველს.

როგორც კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

“მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი. ჩვენ სწორედ ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით უნდა ავაშენოთ თავისუფალი და ერთიანი საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები