როგორ ვაძლევთ ხმას?!

ამომრჩეველთა 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს პირველი არჩევნებია საქართველოში, რომლებიც ელექტრონული წესით ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო პროცესში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები.

პირველი ეტაპია რეგისტრაციის გავლა. უბანზე მისული ამომრჩეველი პირადობის მოწმობას წარუდგენს რიგის მომწესრიგებელს. რიგშივე მას ხელზე მიანათებენ სპეციალურ აპარატს, რომელიც შეამოწმებს, ხომ არა აქვს მარკირების პროცედურა გავლილი. ამის შემდეგ მოქალაქე შედის დარბაზში რეგისტრატორთან. რეგისტრატორი ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატში გაატარებს მის პირადობის მოწმობას (ან პასპორტს – ორივე დოკუმენტი ვალიდურია) და შეამოწმებს ამომრჩევლის მონაცემებს – დარწმუნდება, რომ ის სიაშია-ამომრჩეველი გაივლის მარკირების პროცედურას.

მხოლოდ ამის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო-კონვერტი. ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და აკეთებს არჩევანს. თუ აქამდე არჩევნებში სასურველი კანდიდატის ნომრის შემოხაზვა ხდებოდა, ახლა წესი შეიცვალა. აუცილებელია, გააფერადდეს პატარა წრე, რომელიც ამომრჩევლისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ იქნება. შემოხაზული ბიულეტები ბათილად ჩაითვლება. როცა არჩევანი გაკეთებულია, ბიულეტენი უნდა ამოაბრუნოთ ისე, რომ გაფერადებული მხარე მოექცეს ქვემოთ და მოათავსდეს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში. კონვერტი სპეციალურ ხმის მთვლელ აპარატში უნდა მოთავსდეს.

 

ხვალ საქართველოში საპარალმენტო არჩევნები ჩატარდება

მსგავსი თემები