26 ოქტომბერს საქართველოში პირველად ტარდება არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩეველთა 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგები უფრო ადრე გვეცოდინება, ვიდრე წინა არჩევნების დროს. 2024 წელს საქართველო ოთხი წლით ირჩევს მე-11 მოწვევის პარლამენტს. პარლამენტში მოსახვედრად, პარტიამ 5 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს.
ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. სულ 84 საარჩევნო ოლქია და 3 111 საარჩევნო უბანი. აქედან 67 უბანი საზღვარგარეთ.
საზღვარგარეთის ქვეყნებში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია რეგისტრირებული.