ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრელებს. გავრცელებული ცნობებით, ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტზე დასწრების შემდეგ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს უკრაინაში ჩასვლა სურდა, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მის ვიზიტზე უარი თქვა.

რუსეთში „ბრიქსის “სამიტზე ანტონიუ გუტერეშის ჩასვლას კიევის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ბრიქსის “ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.

მსგავსი თემები