“სწორი არჩევანის შემთხვევაში, იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში”- მიტროპოლიტი საბა

“სწორი არჩევანის შემთხვევაში, იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას” – ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში.

“მინდა, ყველამ დაინახოს, სად არის სიმართლე, სად არის სიწმინდე, სად არის ერთგულება და თავგანწირვა. ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ არავის, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში. უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე, არა მხოლოდ პირად კარიერაზე, არამედ ქვეყნის დაცვაზე, ქვეყნის გადარჩენაზე. ვფიქრობ, ამაზე საუბარი და სწორი გადაწყვეტილების მიღება თითოეული ჩვენგანის ვალია და სწორი არჩევანის შემთხვევაში, იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას, ქვეყნის გაბრწყინებას, ქვეყნის გადარჩენას და ღმერთიც შეგვეწევა ამ დიდი საქმეში“- განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.

მსგავსი თემები