“საქართველოში ახლა ორი პოლიტიკური ძალაა, ერთმა აკრძალა სოდომი და მეორე სოდომური პროპაგანდის მხარდამჭერია”- მეუფე სპირიდონი

“საქართველოში ახლა ორი პოლიტიკური ძალაა, ერთმა აკრძალა სოდომი და ინარჩუნებს მშვიდობას, მეორე სოდომური პროპაგანდის მხარდამჭერია და რუსეთთან ომში ჩაბმას ითხოვს” – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონ აბულაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„26 ოქტომბრის არჩევნების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებისათვის, ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი თავი, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული განცხადება გავაკეთოთ. „არ არსებობს მშვიდობა ბოროტეულთათვის“ – ამას იტყვის უფალი“, ასე ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი. ჩვენი ერის ცხოვრებაში, ეს ახლა ზუსტად ჩვენს თვალწინ დევს.

ქვეყანა და ერი ცოდვაში თუ ვარდება და ცოდვაში ბოროტეული ხდება, ის მშვიდობას კარგავს. ამას ამბობს ორჯერ ესაია წინასწარმეტყველი. ჩვენს თვალწინ არის ახლა ეს ყველაფერი – საქართველოში ახლა არის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელმაც აკრძალა საქართველოში სოდომია და მისი პროპაგანდა და რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას უკვე 12 წელიწადია და რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ომში ჩაბმის. საშინელი ზეწოლაა მასზე, რომ რუსეთთან ომში ჩაებას და ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის მმართველი პარტია, დღეს ინარჩუნებს მშვიდობას და უარს ეუბნება მათ საშინელ, საქართველოსთვის გამანადგურებელ და დამანგრეველ ომში ჩაბმაზე და გვაქვს მშვიდობა”- განაცხადა მეუფემ.

მსგავსი თემები