“რუსეთის საოკუპაციო ძალები დონეცკის ოლქში, ქალაქ სელიდოვოში შევიდნენ”- ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში, ქალაქ სელიდოვოში შევიდნენ. ბრძოლები ამჟამად, სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს.

ქალაქი სელიდოვო მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის, ქალაქ პოკროვსკისთან ახლოს მდებარეობს. ქალაქებს შორის დაშორება 13 კილომეტრია და დაკავშირებულია E50-ის მაგისტრალით. მიმოხილვის თანახმად, ეს მარშრუტი მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან, სელიდოვოს აღების შემთხვევაში, სავარაუდოდ პოკროვსკში წინსვლისთვის იქნება გამოყენებული.

მსგავსი თემები