საქართველოს პრეზიდენტი, მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით: „ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“
„მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!”- მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩეველს.