,,ოპოზიცია შინაგანად ვერ ეგუება მშვიდობას, წინსვლას და ქვეყნის განვითარებას” – კახა კალაძე

,,უბრალო გამარჯვებაზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვხსნიდით თუ რატომ არის კონსტიტუციური უმრავლესობა საჭირო”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE”.

„საფრთხეები არსებობს, ვიდრე არ დასრულდება ომი რუსეთ – უკრაინას შორის, ძალიან დიდის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, ეს საფრთხეები არსად არ წასულა, ჯერ კიდევ არსებობს.

ჩვენი და ყველა ღირსეული ქართველისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია, ყველას ოცნება არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით და ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა, რა განცხადებას აკეთებდნენ და რა სიცრუის პროპაგანდა დაატრიალეს.

ეს ადამიანები შინაგანად ვერ ეგუებიან მშვიდობას, წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებული.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს, ამ აგენტურას უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები