ლვოვში დააკავეს ექიმი, რომელიც კაცებს შშმ პირის ყალბ საბუთებს უმზადებდა

უკრაინის ქალაქ ლვოვში სამართალდამცველებმა დააკავეს მედიკოსი, რომელიც 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ კაცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყალბ საბუთებს უმზადებდა.

ეჭვმიტანილის სახლსა და ოფისში ჩხრეკისას გამომძიებლებმა საერთო ჯამში 100 ათასამდე დოლარის ოდენობის უცხოურ ვალუტას და სხვა მატერიალურ მტკიცებულებებს მიაკვლიეს.

პარალელურად, უკრაინის ტერნოპოლის რაიონში სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისთვის ქრთამის აღების საქმეზე სამხედრო დაკომპლექტების ცენტრის ხელმძღვანელი დააკავეს.

მსგავსი თემები