,,რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს, თუ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება.
,,არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის 65% წარმოადგენს), რათა შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის, თუ ამ შაბათ-კვირას არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება”, – წერს იოზვიაკი.