ტრამპი აცხადებს, რომ შეშლილი სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც მის საქმეებს იძიებს, ქვეყნიდან უნდა გააძევონ

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „შეშლილი“ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ქვეყნიდან უნდა გააძევონ. ამის შესახებ ტრამპმა WABC 770 AM-ის გადაცემა Cats & Cosby Show-ში განაცხადა.

„ჯეკ სმიტი უნდა გავაძევოთ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებთან ერთად. ჯეკ სმიტი უნდა ჩაითვალოს ფსიქიკურად შეშლილად და ქვეყნიდან უნდა გავაძევოთ“, – თქვა ტრამპმა.

ჯეკ სმიტი 2022 წელს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიებების ზედამხედველად დანიშნა. 2022 წლის ნოემბერში ჯეკ სმიტმა დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.

ტრამპმა სმიტს კორუმპირებული უწოდა და პირობა დადო, გამარჯვების შემთხვევაში სპეციალურ პროკურორს ორ წამში გაათავისუფლებს.

„ეს ძალიან მარტივია. მას ორ წამში გავათავისუფლებდი“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები