1989 წელს, ბევერლი ჰილზში, საკუთარ სახლში ცოლ-ქმარი დახვრიტეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი მათმა შვილებმა, ძმებმა მენენდესებმა მოკლეს.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ძმები საზარელი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ. მათ შესახებ Netflix-მა რამდენიმე სერიად დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო. ფილმი უკვე გამოვიდა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ძმებმა, ლაილიმ და ერიკიმ მშობლები სანადირო თოფით დახოცეს. როგორც გაირკვა, დედას ათჯერ ესროლეს. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ლაილმა დარეკა პოლიციაში. ის ყვიროდა: „ვიღაცამ მოკლა ჩემი მშობლები“. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ ამბავი ხოსეს (მამის) კარიერას უკავშირდებოდა.
ძმებზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მშობლების სიკვდილიდან მალევე ძვირად ღირებული მანქანების ყიდვა დაიწყეს და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ მამის ქონებიდან. ითვლება, რომ ძმებმა 700 000 დოლარი დახარჯეს მანქანებზე, ტანსაცმელსა და საათებზე ნაღდი ფულით, ხოლო ლაილმა რესტორანიც კი იყიდა.
ერიკ მენენდესი, Netflix-ის სერიების შემდეგ, ერთ-ერთი პოპულარული მამაკაცი გახდა ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმა იმყოფებოდა, ერიკმა მოახერხა სიყვარულის პოვნა და 1999 წელს ცოლად მოიყვანა ტამი.
როგორც ხშირად ხდება ციხის ქორწილებსა და გახმაურებულ საქმეებში, სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ტამიმ ერიკს წერილი გაუგზავნა. იმ დროს ტამი დაქორწინებული იყო ვინმე ჩაკ საკომანზე.
ტამიმ ჟურნალ People-ს უთხრა : „მე ვუთხარი ჩაკს, რომ ვაპირებდი ერიკისთვის მიმეწერა“.
People-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს: „მე ვნახე ტამის წერილი და რაღაც ვიგრძენი. ათასობით წერილი მივიღე, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. მე მას საპასუხო წერილი გავუგზავნე. მე და ტამიმ მიმოწერა გავაგრძელეთ და სიამოვნებით ვწერდი მას“.
ტამის ქმარმა, ჩაკმა, 1996 წელს თავი მოიკლა. ამის შემდეგ ერიკმა მის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინა. ისინი ერთმანეთს საბოლოოდ 1997 წელს შეხვდნენ.
შეხვედრები უფრო და უფრო ხშირი გახდა. ტამი მამაკაცს ციხეში კვირაში ოთხჯერ სტუმრობდა. 1999 წელს კი ერიკმა ქალი ცოლად მოიყვანა.