,,დროა, ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს” – ფოტიგა

,,დროა ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს”, – ბიძინა ივანიშვილისა და ,,ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე წერს.

,,სანდო ქართველი ექსპერტები ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს”, – წერს ფოტიგა.

მსგავსი თემები