სანამ MEGOBARI აქტი საბოლოოდ დამტკიცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ – ჰელსინკის კომისია

,,სანამ MEGOBARI აქტი საბოლოოდ დამტკიცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს.

,,სანამ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის ბოლო კენჭისყრას ელოდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა ქართველი ხალხის ძალისხმევისა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და მიჰყვნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზას, რომელიც თავად აირჩიეს”, – წერს კომისია.

მსგავსი თემები