როგორია 24 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

24 ოქტომბერს, ხუთშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +14, +19°; მთაში +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +14, +19°; მთაში +10, +15°; მაღალ მთაში +5, +10°. თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერი +18°-მდე გათბება.

მსგავსი თემები