“ჩემი სათქმელი არის მამული, ენა, სარწმუნოება და ყველაზე მთავარი – საქართველო, ჩემი ერი იყოს კარგად” – ამის შესახებ თბილისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა განაცხადა.
მსახიობი ღონისებას ესწრებოდა.
“ჩემი სათქმელი არის მამული, ენა, სარწმუნოება და ყველაზე მთავარი – საქართველო, ჩემი ერი იყოს კარგად. უნდა იყოს მშვიდობიანი ზეცა, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ ნახონ ბომბების წუილი, თავშესაფარი არ ეძიონ და არ დავინახო ეს ქალაქი ნანგრევებად ქცეული, მეტი არაფერი მინდა”- აცხადებს კოლელიშვილი.