ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთს ავიაკოსმოსური ინდუსტრიის კომპანიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო უსამძიმრებს. ალიანსის გენერალური მდივნი ამბობს, რომ ნატო თურქეთის გვერდით დგას.
„ანკარაში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ღრმად შემაშფოთებელი ცნობებია. ნატო ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს და მოვლენების განვითარებას თვალს ვადევნებთ“ – აღნიშნა მარკ რუტემ.
ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 14 ადამიანი.