“ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით”- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო იქნება სასურველი პარტნიორი.
“შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით. საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი. ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხთან ერთად. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ!”- განაცხადა კახა კალაძემ.