“გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, როცა გიორგი გახარიას გამოკითხავენ” – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. სავარაუდოდ, უგულავას დაბარება, 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხება.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. გიგი  უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს. როგორც ის აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მას შემდეგ მივა, როცა იქ თავად შს მინისტრს გამოკითხავენ.

“პერსონალურად ბატონო გახარია, მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში?! გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთან, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მზად ვარ, თუნდაც ხვალ მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ, უზრუნველყოთ. მადლობა. ტელეკომპანია „პირველის“ კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები