უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერი ლადო გამსახურდია საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება. ამის შესახებ მან ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ მხარი უნდა დაუჭიროს ამ რევოლუციას“, – განაცხადა სამხედრომ, რომელიც უკრაინის მხარეს კურსკში იბრძვის.