„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებას გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
„ნაპოლიმ” უკვე მოამზადა ახალი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით წელიწადში ხელზე 5-6 მილიონ ევროზე მეტს აიღებს. უახლოეს კვირებში ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება“, – წერს რომანო სოციალურ ქსელში.