ზუგდიდში, სოფელ რიყეში ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როცა ლაშა გოგია წინასაარჩევნო დარღვევების გადასამოწმებლად მიდიოდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელში მცხოვრებ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები აიძულებენ არჩევნებზე არ წავიდნენ, ნაწილს პირადობის დამდასტურებელ მოწმეობებს ართმევენ, ნაწილს კი კონკრეტულ თანხას სთავაზობენ.
სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მიდიოდა სოფელში ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელსაც თავს ,,ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ავტომანქანის მინები ჩაუმსხვრიეს და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს.