ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ნახევარფინალში გერმანელ სამუელ ბელშეიტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ფალავანი აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველს ვიხილავთ. ოქროს მედლისთვის დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) იჭიდავებენ.
ფინალურ ბლოკში გამოვლენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ) – ქართველები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.