“რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მსოფლიოში სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია”- პუტინი

“რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია, ქვეყნები აძლიერებენ კოორდინაციას გლობალური უსაფრთხოებისა და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის მიმართულებით”– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზანში ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ორი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, მაღალტექნოლოგიური, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და მრავალი სხვა მიმართულებით.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე სერიოზული არეულობა ვერ შეარყევს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ხელშეუხებლობას.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ათი წლის განმავლობაში უპრეცედენტო გახდა, რომელმაც გაუძლო საერთაშორისო სიტუაციის გამოცდას.

წელს რუსეთი და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მსგავსი თემები