„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება” – კახა კალაძე  

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 20 ივნისს აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რასაც პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა მოჰყვა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პოლიციაზე, შტურმი პარლამენტის შენობაზე. ხომ გვახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები. ახლა თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დაინახოთ, ეს რეალურად რა იყო და როგორ იყო, სხვა თემაა. მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს და არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას, ეს მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელიც განცხადებების მერე დაიწყო, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, თქვენ მიერ არის გადაღებული და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები