,,ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს, დაახლოებით, ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი, უკვე დეკემბრიდან”, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.
„სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, მას არც რეიტინგი აქვს, არც პოზიციები და ერთ თვეში, იმპიჩმენტის წესით დატოვებს თანამდებობას, აქედან გამომდინარე, მის ქმედებებს არავითარი ინტერესი არ აქვს, ჩვენი გადმოსახედიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.