ისანში, გასულ ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას გამოცემა ipn.ge ავრცელებს და წერს, რომ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.