ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ილირ მეტას პრესსპიკერის, ტედი ბლუშის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას „ყველა პატრიოტი და პატიოსანი ალბანელი დაგმობს“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეტას დაკავება აშშ-ში ლობისტურ კონტრაქტსა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.
55 წლის ილირ მეტა ალბანეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2017-2022 წლებში იკავებდა, მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იყო.