ჩრდილოეთ იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან

ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სახანძრო ეკიპაჟების ინფორმაციით, ბოლონიის მახლობლად სტიქიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერი წვიმის შედეგად ემილია-რომანიაში რამდენიმე მდინარე ადიდდა. ბოლონიის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა შენობებში დარჩნენ, რადგან მრავალი გზა წყალმა დატბორა. ასევე, გაიცა ევაკუაციის ბრძანებები სხვადასხვა რეგიონში.

მსგავსი თემები