ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 99.32% დათვალა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.31%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს 26.09 პროცენტმა.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

მსგავსი თემები